აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პირველ არხთან საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა. დიპლომატმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, მძიმე ვითარების მიუხედავად, საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდრო კოორდინაციით არსებულ გამოწვევებს თავს ღირსეულად გაართმევენ.