ინტერნეტის შეზღუდვა ბავშვებისთვის

ინტერნეტ-პროვაიდერებს შეზღუდვებს უწესებენ. ამ გზით კანონპროექტის ავტორები სხვადასხვა ინტერნეტსაიტიდან მოზარდების მიმართ მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციას ცდილობენ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ოჯახებს, სადაც მცირეწლოვნები იზრდებიან, სურვილის შემთხვევაში ინტერნეტკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება შეეძლებათ. პროვაიდერები კი ვალდებულები იქნებიან, რომ მომხარებლებს მოზარდების მავნე ინფორმაციისგან დასაცავად სპეციალური ინტერნეტსერვისები და პროგრამები შესთავაზონ.