„კოვიდ-19“-ის შემთხვევები ბავშვებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, დისტანციურ სწავლებაზე სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასია გადასული. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. პედიატრების განმარტებით, „კოვიდ-19“ ბავშვების ძირითად ნაწილში გრიპის ვირუსის მსგავსად მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობა თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში უფრო მკვეთრად ვლინდება. ციციშვილის სახელობის კლინიკაში მცირეწლოვნების მიმართვიანობა გაზრდილია.

დატოვე კომენტარი