სამგზავრო სავარძლები ბავშვებისთვის

მანქანებით მცირეწლოვნების და მოზარდების გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება.

მძღოლებს, რომლელთა ავტომობილებში 12 წლამდე ასაკის ბავშვები ისხდებიან, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. მათ მანქანებში საბავშვო სავარძლები, ან სპეციალური მოწყობილობები უნდა იყოს დამონტაჟებული. რეგულაციები მოზარდების ასაკის და სიმაღლის მიხედვით გაიწერება. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი საკომიტეტო დონეზე მხარდაჭერილია. დღეს მოქმედი კანონი ავტომობილით 3 წელს გადაცილებული ბავშვების მგზავრობის წესს პრაქტიკულად არ არეგულირებს.