ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე

ბოლო ექვს თვეში ოფიციალურად ტრეფიკინგის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

კონკრეტული ადამიანების ისტორიები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. დაზარალებულთა ნაწილი სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლია, ზოგიერთი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იძულებით სამუშაოს ეწეოდა.

მკაცრი კანონმდებლობის, პრევენციული ღონისძიებების და მობილური ჯგუფების გამოყოფის მიუხედავად, ტრეფიკინგის კუთხით ქვეყანაში მაინც რჩება გარკვეული გამოწვევები. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ტურისტული ქალაქებზე და მცირეწლოვნების უსაფრთხოებაზე კეთდება.