მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, „ინტერკლუბის“ მოსწავლის, შოთა მშვენიერაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა სახელწოდებით – „ცხრა ეროვნული გამარჯვება“ დავით აღმაშენებელზე მოგვითხრობს.
წიგნში ისტორიული ფაქტები და მოვლენებია აღწერილი. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, „ინტერკლუბის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ზამთარაძემ ლექსები წაიკითხა, რომელებიც ასევე ქართველ მეფეს ეძღვნებოდა.