პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 15 ოქტომბერს მოხდება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება სამართალდარღვევისთვის პირი, რომელსაც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე აღებული ჰქონდა დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით გადაყვანის ნებართვა და პირველი ოქტომბრიდან ახალი ნებართვის აღება ვერ მოახერხა.
ინიციატორების ცნობით, პირველ ოქტომბერს, პირველი ნაწილით დაჯარიმებულია – 515 პირი, ხოლო მუხლის მეორე ნაწილით – 192 პირი.