თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მან მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განახლებული ყაზარმის შენობა დაათვალიერა, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ოთახებში დაეგო ახალი იატაკი, განახლდა კედლები, ჭერი, განათების სისტემები. შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ბრიგადის ტერიტორიაზე გამოიცვალა საინჟინრო კომუნიკაციებიც. სამხედრო ბაზაზე 300 მეტრი სიღრმის ჭაბურღილიც გაკეთდა, რომელიც წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.