ამერიკელი სამხედროები პოლონეთში

პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა. მიზანი უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. არსებული ინფორმაციით, სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. ჯარისკაცების მეორე ნაწილის ჩასვლა დღეისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება. გასულ კვირაში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და რუმინეთში გაგზავნიდა დამატებით სამი ათასამდე სამხედროს უკრაინის კრიზისის პოტენციური გავლენისგან აღმოსავლეთი ევროპის დასაცავად.