ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაზალეთის გზაზე

დუშეთისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ერთ კილომეტრამდე სიგრძის ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. მოეწყო გარე განათებაც. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 350 ათას ლარს აღემატება. შესრულებულ სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება გაეცნო.