ფოთში, არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია იგეგმება.
არსებული მდგომარეობის სანახავად ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი და სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს.