ინფრასტრუქტურული პრობლემები მოსახლეობის გადინების მიზეზია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ჭოღას ადმინისტრაციული ერთეულიდან. ახალგაზრდები სოფლებს ტოვებენ. ადგილზე დარჩენილებს კი უგზოობა და სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.
ნატო ბერულავამ გაარკვია რა პერსპექტივა აქვს ადგილობრივი მცხოვრებლების ამ მწვავე პრობლემების მოგვარებას.