შეხვედრა ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გაიმართა ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისთვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა. მისივე თქმით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, კერძოდ – ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს 25 მლნ ლარი უკვე გამოყოფილია.