რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში გასვლით შეხვედრებს განაგრძობს.
კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის შემდეგ, მინისტრის მოადგილეები იმერეთის გუბერნიისა და 12 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლებს, ასევე, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ.
საირმეში გამართულ შეხვედრაზე, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტების საჭიროებები, ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.