კორონავირუსის დადასტურებული 214 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 50 პაციენტი, გარდაცვლილია სამი. ეს არის საქართველოში კოვიდ 19-ის სტატისტიკა ამ დროის მონაცემებით.
კორონავირუსით დაინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტიდან სამი ქუთაისის, სამი კი – თბილისის კლინიკებში მკურნალობს. ორ ინფიცირებულ მოზარდს მკურნალობენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. თათია კუჭუხიძე გვერთვება დეტალებით.