შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ახლა დამატებითი კვლევები უტარდება. კოვიდ-19-ზე კვლევა ქალბატონს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს ჩაუტარდა. ის თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.