11 ახალი კოვიდ-19-ით ინფიცირებული და 17 გამოჯანმრთელებული. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 604-მდე გაიზარდა, ვირუსი დაამარცხა 240-მა ადამიანმა.
ახალი შემთხვევებიდან 10 ბოლნისს უკავშირდება. ერთი ადამიანის ინფიცირების წყარო არ არის დადგენილი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული იყო, ყველაზე ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდის, ზუსტად ორი თვის შემდეგ, დღეს გამოჯანმრთელდა.