პრობლემა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ მეტი სიმწვავით დააყენა დღის წესრიგში. შენობისთვის უწევს ბრძოლა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულები და საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების დიდი ნაწილი გადაჰყავთ. ისტორია 2009 წლიდან იწყება ანუ იმ დროიდან, როცა ყაზბეგის გამზირზე, 50-იან წლებში აშენებული შენობა კომპანია „ავერსმა“ იყიდა. იმის გამო, რომ 11 წელია, ინფექციური კლინიკისთვის ალტერნატიული შენობა ვერ მოინახა, საავადმყოფო გაყიდული ტერიტორიის ერთ ნაწილში იჯარით არის განთავსებული. წლების განმავლობაში საავადმყოფომ იჯარით აღებული შენობების გარემონტება არაერთხელ ითხოვა, თუმცა მფლობელისგან უარი მიიღო. შედეგად უმძიმესი ვითარებაა კლინიკაში, რომელიც ეპიდემიის თუ საშიში ინფექციების გავრცელების დროს პაციენტებისთვის უალტერნატივო დაწესებულებაა.
მარიამ სეთურიძე არკვევდა, ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა.