ინციდენტი კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში

დაპირისპირება კლინიკის ხელმძღვანელსა და ექიმს შორის.

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის მკვლელობის მცდელობის მუხლით შსს-მ ერთი პირი დააკავა. ნივთმტკიცებად უკვე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კლინიკის დაჭრილ ხელმძღვანელს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას დაზიანება მხრის ძვალზე და მუცლის არეში აქვს. შემთხვევა გუშინ კლინიკაში მოხდა, დისპანსერის ხელმძღვანელს მისმა თანამშრომელმა ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.