პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ინციდენტი ბაკურიანში მოხდა. რობაქიძე, რომელიც მოძრაობა „ლელოს“ წევრია, ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. საქმეზე გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.
ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებეიც.
ნათია ქენქაძე დეტალებით.