თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება არ ადასტურებს, რომ დაპირისპირების შედეგად დაიჭრა მოსწავლე.
არსებული ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან მოზარდების ჯგუფმა იჩხუბა. ვრცელდებოდა ინფორმაცია ცივი იარაღის გამოყენებისა და დაჭრილების არსებობის შესახებ, თუმცა ამას არც მანდატურის სამსახური და არც თვითმხილველები ადასტურებენ.