ხმაური ქარელის საავადმყოფოში 

ინციდენტი მოხდა ცოტა ხნის წინ ქარელში.

ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ლევან აბლოთია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მისივე მონაყოლის მიხედვით, ფაქტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. როგორც ბექა ყორშია ამბობს, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მისულ გადამღებ ჯგუფს ადგილზე აგრესიით შეხვდნენ.