იმერეთის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება. ამჯერად ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წამლობას ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში ატარებენ, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონებია დამონტაჟებული. უკვე რამდენიმე დღეში კი თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი უნდა დაიწყოს, რაც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.