ილიაობა აღინიშნა ყვარელშიც. პოეტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ისტორიული გალავანის ეზოში გაიმართა. ილიაობას მიეძღვნა ,,წინაპართა მემორიალის“ გახსნა დოლო-ჭოპის არქეოლოგიურ კომპლექსში. ადგილზე მეხუთე საუკუნის 3 ნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრის არქეოლოგიური გათხრებისას, სამაროვნებში აღმოჩენილი 400-მდე ნეშთი გადაასვენეს. სასულიერო პირებმა მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. „წინაპართა მემორიალის“ ადგილზე იგეგმება მცირე სამლოცველოს აგებაც.