ილიაობა ყვარელში

ილიაობა აღინიშნა ყვარელშიც. პოეტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ისტორიული გალავანის ეზოში   გაიმართა. ილიაობას მიეძღვნა ,,წინაპართა მემორიალის“  გახსნა დოლო-ჭოპის არქეოლოგიურ კომპლექსში. ადგილზე  მეხუთე საუკუნის 3 ნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრის  არქეოლოგიური გათხრებისას, სამაროვნებში აღმოჩენილი 400-მდე ნეშთი გადაასვენეს. სასულიერო პირებმა მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. „წინაპართა  მემორიალის“ ადგილზე იგეგმება მცირე სამლოცველოს აგებაც.