საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც საკვირაო წირვას ვერ დაესწრო. პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ილია მეორეს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს.
გართულებების თავიდან ასაცილებლად, უწმინდესი რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.
ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და რეზიდენციაში იმყოფება.