ილია მეორე: განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას
ტრადიციული საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ ქადაგებისას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
ძალიან მძიმე შემთხვევაა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით, სულიერ აღზრდას, – განაცხადა პატრიარქმა.