ადამიანი, რომელმაც ქართულ სატელევიზიო არქივს არაერთი ისტორიული კადრი შემოუნახა.
საქართველოს პირველი არხის პირველი თაობის მთავარი ოპერატორი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ტელევიზიაში რამდენიმე ათეული წელი გაატარა. დღეს მასთან ჩაწერილ და ჩვენს არქივში დაცულ სხვადასხვა ინტერვიუს გაგახსენებთ, სადაც ნაგორნი პირველი ქართული ტელევიზიის ისტორიას ჰყვება.