IDFI-ის ანგარიში

მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, კანონმდებლობა და რეალობა – ამ თემაზე ანგარიში წარადგინა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“. პროექტის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მომხსენებლების თქმით, საჯარო დაწესებულებების მიერ კანონმდებლობის ცხადი მოთხოვნების დარღვევა გამოიკვეთა. კვლევის პრეზენტაცია „ღია საზოგადოების ფონდისა“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.