კვლევის პრეზენტაცია

ინტერპარტიული საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე ერთობლივი მუშაობის შედეგები წარადგინეს. დოკუმენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელმა ახალგაზრდა ლიდერებმა და ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივად შეიმუშავეს. კვლევა ორი მიმართულებით ჩატარდა – ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებსა და სამოქალაქო თავდაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობაზე. პარალელურად, 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ იმუშავა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.