კვლევის პრეზენტაცია

„საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“- ამ სახელწოდების კვლევა წარადგინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობაც. ასევე გაზრდილია რუსეთიდან საქონლის იმპორტი და რუსი ვიზიტორების რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი, საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს. ამავე ანგარიშში მთავრობისადმი რეკომენდაციებიცაა გაცემული, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.