პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურას პასუხობს და მისი მეუღლის დაკითხვას 8 ოქტომბერს ითხოვს. მისი თქმით, რეალური დანაშაულის არსებობის შემთხვევაში ვინმე აქამდე იქნებოდა მიცემული პასუხისგებაში.
საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ფონდის ხლმძღვანელებმა ინფორმაცია დღეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს. ბურჭულაძის ადვოკადის განცხადებით, პროკურატურა არასწორი ფაქტებით სპეკულირებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს.
პროკურატურის ინფორმაციით, შემოწირულობების მხოლოდ 30 % ხმარდებოდა ქველმოქმედებას და გამოძიება ამჟამად ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. უწყება ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს იძიებს.