დავით ოქიტაშვილი პაატა ბურჭულაძეს ადანაშაულებს

დავით ოქიტაშვილი პაატა ბურჭულაძის წინააღდეგ.

კულტურის პალატის პრეზიდენტი მსოფლიო ბანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოკუპანტისთვის ცეკვა-სიმღერა მისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშია.

ოქიტაშვილმა სიცრუეში დაადანაშაულა ბურჭულაძის თანაგუნდელებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ცნობილმა ბანმა არ იცოდა, პეტერბურგში გამართულ საღამოს რუსეთს პრეზიდენტი თუ ესწრებოდა.