იანოშ ჰერმანი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის ელჩი. იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პირველი მკაცრი განცხადება გააკეთა.
იანოშ ჰერმანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ბევრი საკითხი არსებობს, რაზეც პოზიციები არ ემთხვევა, მათ შორის საქართველოზე.