ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობაზე დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობაზე დაღუპული ირაკლი შამათავას ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. 27 წლის ირაკლი შამათავამ თხელიძის ქუჩაზე მშენებარე საბაგირო გზის ობიექტზე ელექტროტრავმა მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში  ჭიათურის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ირაკლი შამათავა ფოთიდან ჭიათურაში სამუშაოდ იყო ჩასული.