დღეს წარუდგენენ ბრალს ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს

12:05, 04.05.2019

დღეს წარუდგენენ ბრალს ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ბრალდებულის მეზობლებისა და მოკლულთა ახლობლების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მომხდარის დეტალები გაიხსენა დაკავებულის ბიძაშვილმა ფრიდონ გამყრელიძემ, რომელსაც მეუღლე და შვილი მოუკლეს. ოთხივე ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.

ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს დღეიდან განაახლებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი