ქალაქ გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, აღდგენილია იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერი, რომელიც მოკლული ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მისი დაკითხვის შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარეს შეეძლო, თუმცა ადვოკატმა ნებიერიძის დაკითხვაზე უარი განაცხადა.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.