იაგო ნებიერიძის მიმართ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

გორში, ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიმართ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სხდომაზე ნებიერიძის უფლებადამცველი დასკვნით სიტყვასაც წარმოთქვამს.

შესაძლოა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართოს ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემაც. საქალაქო სასამართლოში მოკლული გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.