ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ იაგო ნებიერიძე დამნაშავედ სცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში.
დღეს, სხდომაზე საბოლოო სიტყვით ბრალდებულმაც ისარგებლა. მისი თქმით, მკვლელობა მას ჩაუდენია და მხოლოდ დაანაშაულის დაფარვაზე უნდა გასამართლდეს.
გორში ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს, მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.
მკვლელობის ბრალდებით, 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.