„ჰუსიტებმა“ იემენის მახლობლად სატვირთო გემზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი, სულ მცირე ოთხი კი დაშავდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ჰუსიტების“ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. „ჰუსიტები“ ამბობენ, რომ მათი თავდასხმები პალესტინელების მხარდასაჭერად ხორციელდება. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატვირთო გემის – True Confidence-ის ეკიპაჟმა „ჰუსიტების“ საზღვაო ძალების გაფრთხილებები უგულებელყო, რის გამოც სარაკეტო თავდასხმა დაიწყო.