ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოქალაქეებისთვის

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მერია ბიზნესთან აქტიურად მუშაობს. პროცესში ჩაერთო ბაზარი ორბელიანზე. გამოყოფილია სპეციალური სივრცეც, სადაც მოქალაქეებს ნივთების დატოვება შეეძლებათ. დახმარებას საბოლოოდ მერიის მიერ ბელიაშვილის 5 ნომერში გახსნილ პუნქტში მიიტანენ, სადაც ტვირთი დახარისხდება და უკრაინაში გაიგზავნება. პროცესში ჩართული არიან მთავრობა, მერია, „წითელი ჯვარი“ და საქართვლოს ფოსტა.