„თბილისი პრაიდი“ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დისტანციურად აღნიშნავს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ლგბტქი თემის“ წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არსებულ გამოწვევებზე ონლაინ-რეჟიმში ისაუბრებენ. ასევე „პრაიდის“ ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ ცისარტყელას ფერების დროშა გადმოფინონ.
17 მაისი, როგორც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 2004 წლიდან 120-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, ხოლო საქართველო ღონისძიებას 2011 წელს შეუერთდა.