ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე

„თბილისი პრაიდი“ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დისტანციურად აღნიშნავს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ლგბტქი თემის“ წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არსებულ გამოწვევებზე ონლაინ-რეჟიმში ისაუბრებენ. ასევე „პრაიდის“ ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ  ცისარტყელას ფერების დროშა გადმოფინონ.

17 მაისი, როგორც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 2004 წლიდან 120-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, ხოლო საქართველო ღონისძიებას 2011 წელს  შეუერთდა.