აქციები მთავრობის ადმინისტრაციასთან  [ვიდეო/ფოტო]

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინიტრაციასთან, სადაც ამ წუთებში 2 პარალელური აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეთა ერთი ნაწილი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებს და 18-23 ივნისს ლგბტქი პრაიდის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ითხოვს. კონტრ-აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ადმინისტრაციასთან შეკრება და საპატრიარქროს პოზიციის გაპროტესტება თავდაპირველად ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა დაგეგმეს, თუმცა ადგილზე, სადაც მათ აქცია უნდა გაემართათ, ლევან ვასაძე და „ქართული მარშის“ ლიდერები მივიდნენ. ტერიტორიაზე მოხდა დაპირისპირებაც. არიან დაკავებულები. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცენ.