ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

მსოფლიო დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, პანელური დისკუსია გაიმართა. მონაწილეობდნენ დიპლომატები, უფლებადამცველები და სახალხო დამცველი. იმსჯელეს ლგბტქი+ თემის უფლებებზე, გამოწვევებსა და მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, რომ პრობლემურ საკითხებად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დასაქმება, ძალადობა და გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად ამისა, უმცირესობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესია, განსაკუთრებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.