მომდევნო სიუჟეტში ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოგზაურებთ.
როგორ ხვდებიან ახალ წელს ამსტერდამში, ევროპულ დედაქალაქში, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე ულამაზესია, თუმცა ახალი წელს ყოველთვის გამორჩეული. ტურისტებით დატვირთული ამსტერდამი სადღესასწაულოდ ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება.
ამსტერდამი საახალწლოდ მორთული 10 ულამაზესი ქალაქის ჩამონათვალში შედის. უამრავი ღირსშესანიშნაობის, გასართობი ადგილის და სადღესასწაულო ტრადიციების გამო ქალაქი წლის ბოლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ უამრავ ტურისტს მასპინძლობს.
საშობაო სოფლები და ბაზრები, ღია საციგურაო მოედნები, საახალწლო დეკორაციებით და განათებებით მორთული ქუჩები, სხვადასხვა, მათ შორის ფეიერვერკების ფესტივალი და უნიკალური სანახაობები, რომლებიც გამორჩეულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის – ნახეთ „მოამბის“ ჟურნალისტების, გაბრიელ ნაპოლეონეს და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი ნიდერლანდების დედაქალაქიდან.