„ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ორი პირია დაკავებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

სამართალდამცველებმა „ჰეროინი“ ამოიღეს. მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ზესტაფონის რაიონის სოფელ წევას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი ამოიღო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.