შსს-მ 37 მილიონი ლარის ნარკოტიკი გაანადგურა 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

განადგურებულია 24 კილომდე „ჰეროინი“, 12-ზე მეტი ტაბლეტი „სუბუტექსი“, ცხრა კგ კოკაინი, 220 გრამი „მდმა“, 347 გრამი „მეტადონი“, ერთი ტონა და 655 კგ კანაფი, ერთი ტონა და 15 კგ „მარიხუანა“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.