ჰეპატიტის მსოფლიო დღე

როგორ იმუშავა „ცე ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამამ – ჯანდაცვის სექტორმა ამერიკის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამის შედეგები შეაჯამა.

ექვსი წლის განმავლობაში განიკურნა 70 000-მდე ადამიანი, რომლებმაც პროგრამით გათვალისწინებული ძვირადღირებული პრეპარატებით უფასოდ ისარგებლეს. თუმცა გამოწვევად რჩება მიმართვიანობის არასაკმარისი დონე, ასევე სკრინინგი, რაც პანდემიამ კიდევ უფრო შეაფერხა.