ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემა

სამშენებლო სექტორზე მალე, სავარაუდოდ, ახალი შეზღუდვა დაწესდება.

მშენებელ კომპანიებს სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების და მშენებლობის პროცესში მკაცრი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

თბილისის მერიის მიერ მომზადებული და პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტის მიზეზი, ჰაერის მტვრით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რაც ბოლო კვლევამაც დაადასტურა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დედაქალაქის სამ წერტილში დამონტაჟებულმა აპარატურამ აჩვენა, რომ ჰაერში მტვრის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას ორ-სამჯერ აჭარბებს.

გარემოსდამცველები მონიტორინგის შედეგებს საგანგაშოდ მიიჩნევენ და სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ.